მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას დილის შემდეგ, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა
მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას დილის შემდეგ, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას დილის შემდეგ, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა. არაბული მედიის თანახმად, ღაზის რეგიონის ჯანდაცვის სამსახურის გენერალური დირექტორის, მუნირ ალ-ბურშის განცხადებით, ისრაელის თვითმფრინავმა „წინასწარი გაფრთხილების გარეშე“ ჩრდილოეთ ღაზაში ინდონეზიის საავადმყოფო დაბომბა.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო ძალებმა ისევ დაბომბეს ნასერის საავადმყოფო, რის შედეგად განადგურდა საწყობი, სადაც სამედიცინო მარაგი ინახებოდა.

ისრაელის სამხედრო ძალები აფართოებენ სახმელეთო ოპერაციას ხან იუნისში, სამხრეთ ღაზაში. ქალაქის დაბომბვას, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, რომ 18 მაისს, სულ მცირე, 151 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის მიერ ღაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში სახმელეთო შეტევის გაფართოების შედეგად.