მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა პალესტინელი დაიღუპა
ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ცხრა პალესტინელი დაიღუპა. ღაზის ჯანდაცვისა და პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, დაღუპულებს შორის არის ათი წლის ბიჭი და დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიციის უფროსი ოფიცერი.
სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაღუპულია ჯაბალიაში, მათ შორის ერთი ქალი და „ჰამასის“ პოლიციის ხელმძღვანელი.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, გასული წლის ოქტომბერში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ანკლავში ისრაელის იერიშებს, სულ მცირე, 1 100 პალესტინელი ემსხვერპლა.
ღაზის სექტორის პოლიციის ცნობით, ბოლო დროს ისრაელმა „ჰამასის“ უსაფრთხოების ძალებისა და პოლიციის პოსტების წინააღმდეგ თავდასხმები გააძლიერა.