მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ინტერნეტის მიწოდება და სატელეფონო კომუნიკაციები კვლავ შეწყდა

10:10, 01.11.2023

ღაზის სექტორში ინტერნეტსერვისი და სატელეფონო კომუნიკაციები კვლავ შეწყდა. ინფორმაციას ღაზაში მოქმედი სატელეკომუნიკაციო საშუალება paltel-ი ავრცელებს. სერვისის გათიშვაზე ასევე საუბრობს კომპანია jawwal-იც.

როგორც „სიენენი“ წერს, ამის მიზეზი ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორზე ინტენსიური იერიშები და სანაპირო ანკლავში გაფართოებული სახმელეთო ოპერაციაა.

ინტერნეტმონიტორინგის დამოუკიდებელმა ჯგუფებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ ღაზაში კომუნიკაციები არაერთხელ დაზარალდა, თუმცა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ ბოლოდროინდელი გამორთვა „ყველაზე საზარელი იყო“.

მსგავსი