მედიის ცნობით, ღაზის სექტორიდან და ლიბანიდან დასავლეთ გალილეასა და ქალაქ აშკელონზე საჰაერო თავდასხმა ხორციელდება

19:26, 10.10.2023

ღაზის სექტორიდან და ლიბანიდან დასავლეთ გალილეასა და ქალაქ აშკელონზე საჰაერო თავდასხმა ხორციელდება. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით პასუხობენ.

თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი