მედიის ცნობით, ღაზაში ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას 17 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
მედიის ცნობით, ღაზაში ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას 17 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ქალაქ ღაზაში ისრაელის სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას 17 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. არაბული მედიის ინფორმაციით, ღაზის მცხოვრებთა ერთი ჯგუფი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ელოდებოდა, რა დროსაც მათი მიმართულებთ ცეცხლი გაიხსნა. ინციდენტის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა.

პალესტინელი არაბების ჯგუფები ჰუმანიტარული დახმარების მიღების მოლოდინში ქუვეითის გზაჯვარედინზე იკრიბებიან. მანამდე წითელი ნახევარმთვარის ადგილობრივ ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ 29 მარტს იმავე გზაჯვარედინზე სროლის შედეგად ხუთ ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის არმიამ საავიაციო და საარტილერიო იერიშები განახორციელა დეირ ელ-ბალასა და ხან იუნისში. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში 80 ავიაიერიში განხორციელდა. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზის ცენტრალურ ნაწილში 15 მებრძოლი განეიტრალდა.