მედიის ცნობით, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 18 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მიყიდვას მხარი დაუჭირა
მედიის ცნობით, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 18 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მიყიდვას მხარი დაუჭირა

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 18 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის – RCH-155-ის მიყიდვას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ტექნიკას კიევი ჯერ კიდევ ორი თვის წინ ითხოვდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Welt am Sonntag-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანია Krauss-Maffei Wegmann-თან კონტრაქტი 216 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ის ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში განიხილეს უკრაინისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ალექსეი რეზნიკოვმა და კრისტინ ლამბრეხტმა.

პარასკევს გერმანიაში უკრაინის მოქმედმა ელჩმა, ანდრეი მელნიკმა დაადასტურა, რო გერმანულმა მთავრობამ RCH-155-ის უკრაინისთვის გაყიდვას „მწვანე შუქი“ აუნთო.

„ეს გახდება არსებითი წვლილი უკრაინელი სამხედროების ეფექტიანობის გაძლიერებაში. ვიმედოვნებ, რომ ფედერალური მთავრობა გააგრძელებს ამ გზაზე თანმიმდევრულად სვლას“, – განაცხადა მელნიკოვმა.