მედიის ცნობით, გერმანიის ფედერალურ პროკურატურას ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელის დაკავებაზე ორდერის გაცემა სურს
მედიის ცნობით, გერმანიის ფედერალურ პროკურატურას ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელის დაკავებაზე ორდერის გაცემა სურს

გერმანიის ფედერალურ პროკურატურას ზელიმხან ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელის დაკავებაზე ორდერის გაცემა სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ სააგენტო „დიფიეიზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმე გერმანიის გენერალურ პროკურატურას გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გადაეცა. გერმანიის საგამოძიებო უწყებები მკვლელობის საქმეში რუსეთის და ჩეჩნეთის სავარაუდო მონაწილეობას იძიებენ. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ვადიმ კრასიკოვი ბერლინის პროკურატურის და სასამართლოს გადაწყვეტილებით ბერლინში, პატიმრობაში იმყოფება. თუ გერმანიის ფედერალური პროკურატურა დაკავების საკუთარ ორდერს გამოსცემს, რუსეთის მოქალაქეს კარლსრუეში, ფედერალურ სასამართლო პალატაში გადაიყვანენ და განმეორებით დაკითხავენ.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს მანამდე ბერლინის საქალაქო პროკურატურა იძიებდა. ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, გასული წლის 23 აგვისტოს მოკლეს.