მედიის ცნობით, გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების საბავშვო ბაღის დაწვა სცადეს
მედიის ცნობით, გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების საბავშვო ბაღის დაწვა სცადეს

გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების საბავშვო ბაღის დაწვა სცადეს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ინციდენტი ლაიფციგში მოხდა.

„ბილდი“ წერს, რომ ბოროტმოქმედმა საბავშვო ბაღის შესასვლელში აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. შედეგად სერიოზული ხანძარი არ გაჩენილა, თუმცა ბაღის შესასვლელი კარი დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღი, რომლის დაწვასაც შეეცადნენ, ლტოლვილების თავშესაფრის სიახლოვეს მდებარეობს, რომელსაც 26 აგვისტოს ცეცხლმოკიდებული ნივთები ესროლეს, ამიტომ პოლიცია ორ შემთხვევას შორის კავშირს არ გამორიცხავს.

სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს.