მედიის ცნობით, გერმანიაში მატარებლის მემანქანეებმა ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა დაიწყეს
მედიის ცნობით, გერმანიაში მატარებლის მემანქანეებმა ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა დაიწყეს

გერმანიაში მატარებლის მემანქანეებმა ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა დაიწყეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გაფიცვა დღეს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყო და 29 იანვრის დილის ექვს საათამდე გაგრძელდება.

როგორც მედია წერს, გერმანულ სარკინიგზო კონცერნ „დოიჩე ბანთან“ (Deutsche Bahn) მიმდინარე შრომითი დავის გამო დაწყებული რკინიგზის მემანქანეთა გაფიცვა გავლენას მოახდენს ათასობით მგზავრზე და, შესაძლოა, ეკონომიკა ერთ მილიარდ ევრომდე დააზარალოს.

როგორც ცნობილია, 19 იანვარს „დოიჩე ბანმა“ თანამშრომლებს გაუმჯობესებული პირობების შესახებ წინადადება შესთავაზა, თუმცა მატარებლის მემანქანეებისგან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე უარი მიიღო. ისინი ხელფასის 550 ევროთი ზრდას, ინფლაციისთვის 12 თვის განმავლობაში კომპენსაციასა და სამუშაო გრაფიკის 38-საათიდან 35-მდე შემცირებას ითხოვენ.