მედიის ცნობით, გერმანიაში 1 000-ზე მეტ ადამიანს თავშესაფარი კანონდარღვევით მისცეს
გერმანიაში 1 000-ზე მეტ ადამიანს თავშესაფარი კანონდარღვევით მისცეს. სკანდალი აპრილში აგორდა. როგორც ირკვევა, ქალაქ ბრემენში „მიგრაციისა და ლტოლვილების სააგენტოს“ თანამშრომლებმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტეს და სავარაუდოდ, ქრთამი აიღეს. ამის გამო, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრემენის ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მიღების ცენტრის მუშაობა შეაჩერა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სააგენტოს თანამშრომლები ბრალს უარყოფენ და მომხდარზე პასუხისმგებლობას მენეჯმენტს აკისრებენ. ამის შესახებ დღეს გერმანულ მედიაში გამოქვეყნებულ ღია წერილშია აღნიშნული. უწყების თანამშრომელთა საბჭოს წევრები „მიგრაციის და ლტოლვილების სააგენტოს“ თავმჯდომარის ჯუტა კორდტის გადადგომას ითხოვენ.
წერილში აღნიშნულია, რომ მენეჯმენტი სააგენტოს თანამშრომლებს აიძულებდა, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები მაქსიმალურად მოკლე ვადაში განეხილათ, რაც 2015 წელს საიმიგრაციო კრიზისის პერიოდში ძალიან რთული იყო.
„მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სააგენტოს“ გარშემო აგორებული სკანდალი გამო, დღეს გერმანიის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან, რომელიც დეპუტატებს საქმის დეტალებს და უწყების რეფორმირების გეგმას გააცნობს.