მედიის ცნობით, ევროკომისიამ უკრაინას ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვის იოდის ხუთი მილიონი ტაბლეტი გადასცა
მედიის ცნობით, ევროკომისიამ უკრაინას ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვის იოდის ხუთი მილიონი ტაბლეტი გადასცა

ევროკომისიამ უკრაინას ატომურ ელექტროსადგურებთან ახლოს მცხოვრები ადამიანებისთვის იოდის ხუთი მილიონი ტაბლეტი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჰუმანიტარული დახმარების საკითხში ევროკომისრის, იანეს ლენარჩიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კორონავირუსის პანდემიის დროს უკვე ვისწავლეთ, რომ რეაგირება მხოლოდ კრიზისის დროს არ შეიძლება. ამიტომ, ახლა ვცდილობთ მომავალი კრიზისების პროგნოზირებას და უნდა ითქვას, რომ ჩვენი პროგნოზი წარმატებული იყო, რადგან ომამდეც ვემზადებოდით ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საგანგებო სიტუაციებისთვის“, – განაცხადა იანეს ლენარჩიჩმა.

ლენარჩიჩის განცხადებით, არასდროს არც ერთი ატომური სადგური არ უნდა გამოიყენებოდეს საომარ მოქმედებებში. მისი თქმით, დაუშვებელია ადამიანების სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენება.