მედიის ცნობით, ესტონეთში დამსაქმებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინაციასა და ტესტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თანამშრომელი დაითხოვონ
ესტონეთის მთავრობის მიერ მიღწეული შეთანხმებით, დამსაქმებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სამსახურიდან გაათავისუფლონ თანამშრომლები, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე ან ტესტის ჩატარებაზე უარს იტყვიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დამსაქმებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თანამშრომლებს ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი მოსთხოვონ, უარის შემთხვევაში კი, სამსახურიდან გაათავისუფლონ. ვაქცინაციის სერთიფიკატის ალტერნატივად კი, ტესტის უარყოფითი პასუხი განიხილება.
„ვფიქრობთ, რომ ვირუსის მასობრივი გავრცელების შემთხვევაში, სამუშაო ადგილები, სადაც 50-ზე მეტ ადამიანს უწევს ერთმანეთთან შეხება, მაღალი რისკის ზონებს წარმოადგენს. ასეთ სიტუაციაში, ყველაზე გონივრულია ვაქცინაცია ან ტესტის უარყოფითი პასუხი“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ტანელ კიიკმა.