მედიის ცნობით, ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, ორ ეკლესიაში მამაკაცი ცივი იარაღით ხალხს თავს დაესხა, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
მედიის ცნობით, ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, ორ ეკლესიაში მამაკაცი ცივი იარაღით ხალხს თავს დაესხა, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, ორ ეკლესიაში მამაკაცი ცივი იარაღით ხალხს თავს დაესხა. მედიის ცნობით, მოკლულია ერთი ადამიანი, ასევე არიან დაშავებულები. პოლიცია მომხდარს იძიებს, როგორც შესაძლო ტერორისტულ შემთხვევას.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 25 წლის მაროკოელი მამაკაცია. ის პოლიციამ დააკავა.

თავდასხმა საპორტო ქალაქ ალხესირასში, ერთმანეთისგან 300 მეტრის დაშორებით მდებარე ორ ეკლესიაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული ერთ-ერთი ეკლესიის მსახურია. გამოცემა „ელ მუნდოს“ ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის მღვდელი.

მომხდარს გამოეხმაურა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და მან მსხვერპლთა ოჯახებს მიუსამძიმრა. თავდასხმის გამო ქალაქ ალხესირასში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა.