მედიის ცნობით, ერაყის ჩრდილოეთით, ერბილის აეროპორტში ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა
ერაყში, ერბილის აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ერბილის აეროპორტზე თავდასხმა ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. საფრენი აპარატი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, აფეთქების გამო ყველა ფრენა გადაიდო.
დანაღმული უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის მცდელობა წინა დღესაც განხორციელდა აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან ბაზირებული და აშშ-ის საელჩოა განთავსებული.
დანაღმული საფრენი აპარატი თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.