მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ კონტრიერიშისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების გზები განიხილეს
მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ კონტრიერიშისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების გზები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კონტრიერიშისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადების გზები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მხარეებმა ისაუბრეს იმ წვლილის შესახებ, რომლის შეტანაც საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ, რათა ამ ოპერაციის წარმატება უზრუნველყონ.

ბლინკენის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა 37 მილიარდ დოლარს შეადგენს.