მედიის ცნობით, „ეარ ფრანსი“ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს

09:58, 25.05.2021
FILE PHOTO: The first Air France Airbus A350 prepares to take off after a ceremony at the aircraft builder's headquarters in Colomiers near Toulouse, France, September 27, 2019. REUTERS/Regis Duvignau//File Photo

„ეარ ფრანსი“ მორიგი ავიაკომპანია გახდა, რომელიც ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენა შეაჩერეს სხვა ევროპულმა კომპანიებმა, მათ შორის ნიდერლანდების KLM-მა, ლატვიურმა „ეარ ბალტიკმა“, გერმანულმა „ლუფთჰანზამ“.

ევროკავშირის ლიდერებმა სამიტზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში ევროპულ გადამზიდავ კომპანიებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებისგან. ევროპულმა საბჭომ ასევე მოუწოდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სააგენტოს, გამოიძიოს მინსკის „რეინეარის“ რეისის იძულებით დასმა.

ევროკავშირი ასევე ბელარუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის დახურვას და ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს.

მსგავსი