მედიის ცნობით, დრონებით დარტყმების შედეგად, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს და ორიოლის ოლქში ნავთობსაცავს ცეცხლი გაუჩნდა
მედიის ცნობით, დრონებით დარტყმების შედეგად, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს და ორიოლის ოლქში ნავთობსაცავს ცეცხლი გაუჩნდა

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონით დარტყმის შედეგად „ლუკოილის“ კუთვნილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა. დარტყმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ოლქის გუბერნატორი გლებ ნიკიტინი.

საუბარია ქალაქ კსტომში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა.

„დილით კსტომის სამრეწველო ზონაში, ენერგეტიკული ობიექტის კომპლექსზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა განხორციელდა“, – წერს ნიკიტინი ტელეგრამარხში და აღნიშნავს, რომ დარტყმის შედეგად ნავთობის გადამამუშავებელ ერთ-ერთ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა.

მისი ცნობით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომპანია „ლუკოილის“ განცხადებით, საწარმოზე ტექნოლოგიური დანადგარის მუშაობა „ინციდენტის გამო“ შეჩერდა. ამასთან, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რა ინციდენტზეა საუბარი.

ამასთან, დრონით იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ორიოლის ოლქში მდებარე ნავთობსაცავს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ცეცხლი 100 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ახლომდებარე სახლებიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.

შეგახსენებთ, წუხელ დრონებით იერიშის შედეგად ერთდროულად რუსეთის შვიდი რეგიონის ხელისუფლებებმა განაცხადეს. დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ღამის განმავლობაში თავდაცვის სისტემებმა 25 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.