მედიის ცნობით, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებზე რუსეთის იერიშების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 23 ადამიანი

14:43, 31.10.2026

რუსული ძალების მიერ დონეცკისა და ხარკოვის ოლქებზე ღამით მიტანილი იერიშების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ სლოვიანსკში მოძრავ ავტომობილზე საჰაერო იერიში მაშინ მიიტანეს, როცა ტრანსპორტით ოთხი პირი მგზავრობდა.

შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 73 წლის მამაკაცი და 16 წლის მოზარდი. დაშავდნენ ახალგაზრდა ბიჭის მშობლები.

ქალაქ ხარკოვსა და კიდევ 15 დასახლებულ პუნქტზე რუსეთის იერიშის შედეგად კი, სულ მცირე, 19 ადამიანი დაშავდა.

მსგავსი