მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის საქმის პროკურორი რესპუბლიკელ კონგრესმენს უჩივის და გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს

01:00, 12.04.2023
District Attorney Alvin Bragg Press Conference After Donald Trump Arraignment, 80 Centre Street, NY. 04 Apr 2023 Pictured: Alvin Bragg. Photo credit: Mayer / MEGA TheMegaAgency.com +1 888 505 6342 (Newscom TagID: MEGA965795_027.jpg) [Photo via Newscom]

District Attorney Alvin Bragg Press Conference After Donald Trump Arraignment, 80 Centre Street, NY. 04 Apr 2023 Pictured: Alvin Bragg. Photo credit: Mayer / MEGA TheMegaAgency.com +1 888 505 6342 (Newscom TagID: MEGA965795_027.jpg) [Photo via Newscom]

მედიის ცნობით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმის პროკურორი რესპუბლიკელ კონგრესმენს უჩივის და გამოძიებაში ჩარევაში ადანაშაულებს.

მანჰეტენის ოლქის პროკურორმა, ელვინ ბრეგმა კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ ჯორდანის წინააღმდეგ სასამართლოში ფედერალური სარჩელი შეიტანა.

ბრეგი ამტკიცებს, რომ ჯიმ ჯორდანი მის წინააღმდეგ „დაშინებისა და თავდასხმების კამპანიას აწარმოებს“. მისივე განცხადებით, სარჩელის შეტანა იმ ფონზე გადაწყვიტა, როდესაც კონგრესის წევრების მხრიდან ადგილი აქვს უპრეცედენტო და არაკონსტიტუციურ თავდასხმებს დონალდ ტრამპის მიმართ წარდგენილი ბრალისა და მიმდინარე გამოძიების წინააღმდეგ.

საქმე ეხება რესპუბლიკელი კონგრესმენების მცდელობას, მანჰეტენის პროკურატურისგან მიიღონ ინფორმაცია ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ, რათა თავად ჩაატარონ გამოძიება პროკურატურის ქმედებების შესწავლის მიზნით.

ამას გარდა, აშშ-ის მედია წერს, რომ ტრამპის საქმეზე მომუშავე პროკურორმა და მოსამართლემ არაერთი მუქარა მიიღეს.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპს 4 აპრილს ბრალი წაუყენეს ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერად გაყალბებაში. პროკურატურის ცნობით, ტრამპმა შექმნა სქემა, რომლითაც ფულს იხდიდა იმ ინფორმაციის დასამალად, რომელსაც შეეძლო, მისი რეპუტაცია შეელახა და ზეგავლენა მოეხდინა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.

მსგავსი