მედიის ცნობით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დაკავებული შეიარაღებული პირი ლას ვეგასში მცხოვრები 49 წლის მამაკაცია, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული მამაკაცი, რომელიც კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე დააკავეს, 49 წლის ვემ მილერია.
მედიის ცნობით, ის კალიფორნიაში, ლას ვეგასში ცხოვრობს.
მილერი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დააკავეს, ხოლო შემდეგ, როგორც „ბიბისი“ წერს, 5000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
„ინციდენტს გავლენა არ ჰქონია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ღონისძიების დამსწრეთა უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
რივერსაიდის ოლქის შერიფის ოფისის თქმით, ინციდენტის შესახებ მოგვიანებით პრესკონფერენციას გამართავენ.
შეიარაღებული მამაკაცი კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ტერიტორიის შესასვლელთან დააკავეს. როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, მამაკაცს იარაღი და ყალბი საშვი ჰქონდა.