მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ყველა ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს

დონალდ ტრამპი 37-ვე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, მაიამის სასამართლოში მაგისტრატმა მოსამართლემ, ჯონათან გუდმანმა ტრამპს მის წინააღმდეგ წაყენებული 37 ბრალდება წარუდგინა.

მედია წერს, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 37-ვე ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ ცნო.