მედიის ცნობით, „დემოკრატიული პარტია“ აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ოფიციალურად დაიწყებს
მედიის ცნობით, „დემოკრატიული პარტია“ აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას ოფიციალურად დაიწყებს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტია“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას ოფიციალურად დაიწყებს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის გავრცელდა.

საქმე ეხება დონალდ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის 25 ივლისის სკანდალურ სატელეფონო საუბარს.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის შინაარსი ხვალ გასაჯაროვდება.

„როდესაც ნახავთ ამ სატელეფონო საუბარს და ამას მალე ნახავთ, მიხვდებით, რომ ჩვენი საუბარი იდეალური იყო“, – განაცხადა დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რამდენიმე ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, 25 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში, აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკის შესთავაზა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და მის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებულ საქმეზე მის პირად ადვოკატთან ეთანამშრომლა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა კომენტარი მის მოსალოდნელ იმპიჩმენტზეც გააკეთა. „მე ვიგებ გამოკითხვებში. წარმოდგენა არ აქვთ, როგორ შემაჩერონ. ერთადერთი რაც შეუძლიათ სცადონ, იმპიჩმენტია“, – განაცხადა დღეს ტრამპმა.