მედიის ცნობით, ჩინეთში, ხებეის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა
მედიის ცნობით, ჩინეთში, ხებეის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა

მედიის ინფორმაციით, ჩინეთის ხებეის პროვინციაში, კვების ობიექტში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.

შემთხვევა დედაქალაქ პეკინიდან, დაახლოებით, 80 კილომეტრში მდებარე დასახლებაში მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარედ მდგარი შენობები და მანქანებიც დააზიანა.

ხელისუფლების ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია.