მედიის ცნობით, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ
მედიის ცნობით, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ

ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებული თანამშრომლობის 60 წლისთავთან დაკავშირებით გამართული დიალოგისას, ქვეყნების ლიდერებმა „საგარეო საფრთხეების“ საპასუხოდ ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სი ძინპინის მიმართ გაგზავნილ შეტყობინებაში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ მათ ურთიერთობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს „მტრული საგარეო ძალების“ წინააღმდეგ, ხოლო საპასუხოდ ჩინელმა ლიდერმა პირობა დადო, რომ ეს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა.

ქვეყნებს შორის 1961 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ ოფიციალური პეკინი ფხენიანის უმთავრესი მოკავშირეა. ჩრდილოეთ კორეა სწორედ ჩინეთზეა დამოკიდებული ვაჭრობისა და სხვა სახის მხარდაჭერის მიმართულებით.