მედიის ცნობით, ბრიტანული ფუნტი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ გადასახადების მასშტაბური შემცირების შესახებ განაცხადა

11:31, 26.09.2022

ბრიტანული ფუნტ სტერლინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა გადასახადების მასშტაბური შემცირების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დღეს დილით, აზიის საფონდო ბირჟებზე ერთმა ფუნტმა – 1.03 აშშ დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი – 1.06 დოლარამდე გაიზარდა.

ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პარასკევს დაანონსებული 45-მილიარდიანი პაკეტის გარდა, გადასახადების დამატებითი შემცირებაც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ დოლართან მიმართებით 20-წლიან მინიმუმზე დაეცა ევროს ღირებულებაც, რომელმაც დღის განმავლობაში მინიმალური 0.9568 დოლარი შეადგინა, მოგვიანებით კი, 0.9678 დოლარამდე გაიზარდა.

მსგავსი