მედიის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერმა დანიელ კოლეგასთან ევროპის უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხები განიხილა
მედიის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერმა დანიელ კოლეგასთან ევროპის უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხები განიხილა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დანიელ კოლეგას, მეტე ფრედერიკსენს უმასპინძლა.

როგორც მედია წერს, მხარეებმა შეხვედრაზე ევროპის უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებს განიხილეს.

მანამდე ბრიუსელში გამართულ არაფორმალურ სამიტზე სტარმერმა ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ სურს მათთან თანამშრომლობა კონტინენტის თავდაცვის გასაძლიერებლად.

ამასთან, როგორც ბრიტანული მედია აღნიშნავს, ახლა დანიის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას გრენლანდიის შეძენა სურს.

გრენლანდია არის დანიის ავტონომიური ტერიტორია, სადაც განთავსებულია აშშ-ის დიდი კოსმოსური ობიექტი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, რომელიც მდებარეობს ევროპისკენ უმოკლეს გზაზე. გრენლანდიას აქვს სასარგებლო წიაღისეულისა და ნავთობის დიდი მარაგი.