მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს

22:32, 09.04.2020

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ (CNN) ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბორის ჯონსონი შესანიშნავ განწყობაზეა. ექიმები მისი მკურნალობის პროცესს უკვე პალატაში დააკვირდებიან.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 55 წლის პრემიერ-მინისტრი, საავადმყოფოში კვირას, 5 მარტს გადაიყვანეს. მეორე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, მისი მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაგრძელდა.

მსგავსი