მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გაუწყლოების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს
მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გაუწყლოების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გაუწყლოების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი სიცხის დროს გალილეის ზღვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.

„თავდაპირველი ტესტების პასუხები ნორმალურია, წინასწარი დიაგნოზი არის დეჰიდრატაცია”, – აღნიშნულია განცხადებაში.