მედიის ცნობით, ბელარუსში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 250 ადამიანი დააკავა
მედიის ცნობით, ბელარუსში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 250 ადამიანი დააკავა

ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 250 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვესნა“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დოიჩე ველე“ სხვადასხვა მედიასაშუალებაზე დაყრდნობით წერს, რომ ღამის განმავლობაში მინსკში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ანტისამთავრობო გამოსვლები ბელარუსის სხვა რეგიონებშიც გაიმართა.

ბელარუსის პრეზიდენტის ინაუგურაცია მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა გამარჯვება. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს მართავს.