მედიის ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული „მიგ 31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა
მედიის ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული „მიგ 31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ, უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული „მიგ 31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჯალებით“ არიან შეიარაღებული.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტები არტილერიით დაბომბა.

იერიშის შედეგად დაზიანებულია კერძო სახლები.