მედიის ცნობით, ბაქოში აზერბაიჯანის არმიის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე დაპირისპირება მოხდა
ბაქოში აზერბაიჯანის არმიის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე დაპირისპირება მოხდა. როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, მანიფესტაციის მონაწილეთა ჯგუფმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ამასთან, როგორც გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ წერს, აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობაში შეიჭრა და აქცია ფოიეში გააგრძელა. ისინი პარლამენტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გააძევა. დააკავეს რამდენიმე დემონსტრანტი.
გარეთ დარჩენილი მომიტინგეების დასაშლელად სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. დემონსტრაციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარი დაპირისპირება პროვოკაციის შედეგია.
გუშინ სომხეთთან დაპირისპირების გამწვავების ფონზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად ბაქოს ქუჩებში დემონსტრაციები გაიმართა. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 აპრილს გამწვავდა. ორივე მხარეს არის მსხვერპლი.