მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზის სექტორში დახმარების გაგზავნას საჰაერო გზით განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღაზის სექტორში დახმარების გაგზავნას საჰაერო გზით განიხილავს. ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ღაზის სეწტორში სახმელეთო გზით დახმარების შეტანა სულ უფრო რთულდება.
„ძალიან ცუდი სიტუაციაა. ჩვენ არ შეგვიძლია საკმარიისი დახმარების მიწოდება სატვირთოებით. ასე რომ, გვჭირდება საჭირო ზომების მიღება, როგორიცაა საჰაერო გზით შეტანა“, – განუცხადა „აქსიოსს“ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
„აქსიოსი“ ასევე წერს, რომ, მაღალჩინოსნების თქმით, საჰაერო გზით დახმარების მიწოდება არ იქნება განსაკუთრებით ეფექტიანი, რადგან დიდი ოდენობის დახმარების გადატანა შესაძლებელია მხოლოდ სახმელეთო გზით.