მედიის ცნობით, ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს მახლობლად გამთენიისას აფეთქებების ხმა გაისმა
მედიის ცნობით, ბაღდადში, აშშ-ის საელჩოს მახლობლად გამთენიისას აფეთქებების ხმა გაისმა

აშშ-ს საელჩოს მახლობლად, ბაღდადის ძლიერ გამაგრებულ მწვანე ზონაში დღეს, დილით აფეთქებების ხმა გაისმა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დილით გააქტიურდა სირენები, რომლითაც ხალხს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.

საელჩოს სპიკერებს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, გააქტიურდა თუ არა საელჩოს საჰაერო თავდაცვის სისტემები ან იყო თუ არა დაზიანება.

ამასთან ერთად, ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაზე, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათზე მოხდა.