მედიის ცნობით, „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია განხორციელდა, აღნიშნულ თემაზე უკრაინის პრეზიდენტის განცხადება იგეგმება
მედიის ცნობით, „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია განხორციელდა, აღნიშნულ თემაზე უკრაინის პრეზიდენტის განცხადება იგეგმება

მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხნიდან მძიმედ დაჭრილი უკრაინელი მებრძოლების ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინულ მედიასაშუალებებში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ ისინი დატყვევებულ რუს სამხედროებზე გაცვალეს.

ამასთან, რუსული სააგენტოები ევაკუაციის ვიდეოსაც ავრცელებენ. ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა უკრაინის ტელემარათონის ეთერში განაცხადა, ამ თემაზე ის კომენტარს ჯერ არ გააკეთებს. მისი ცნობით, აღნიშნულ საკითხზე განცხადებას პრეზიდენტი ზელენსკი საღამოს მიმართვაში გააკეთებს.