მედიის ცნობით, ათენის უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს უცნობი პირები თავს დაესხნენ, დაშავდა სამი ადამიანი

20:48, 04.11.2026

ათენის უნივერსიტეტში შეკრებილ სტუდენტებს თავს დაესხა ადამიანთა ჯგუფი, რომელთა ნაწილსაც ჩაფხუტები ეხურა.

ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ საბერძნეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სამკურნალოდ ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საბერძნეთის განათლების სამინისტრომ მომხდარი ძალადობა დაგმო. მათი განცხადებით, ინციდენტმა „შეურაცხყო აკადემიური საზოგადოება და საფრთხე შეუქმნა გამოხატვის თავისუფლებას“.

მომხდარ ფაქტს პოლიცია იძიებს, თავდასხმის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ამასთან, ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულებთან დაკავშირებით.

მსგავსი