მედიის ცნობით, აშშ-მა ბელარუსის ხელისუფლების რვა მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის ხელისუფლების რვა მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, სანქციები დაუწესდათ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, მის მოადგილეს, მილიციის გენერალ მაიორს, შინაგანი ჯარების სარდალს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანსა და მის მოადგილეს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია.