მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ დროებით ბიუჯეტში უკრაინის დახმარების საკითხი არ არის გათვალისწინებული
მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ დროებით ბიუჯეტში უკრაინის დახმარების საკითხი არ არის გათვალისწინებული

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მთავრობის დაფინანსებისთვის და მუშაობის შეჩერების თავიდან აცილებისთვის შეთანხმება დადო. ინფორმაციას ამერიკულ მედია ავრცელებს.

რესპუბლიკელებისა და დემოკრატების მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მთავრობას მუშაობის საშუალებას მისცემს.

კანონპროექტი საშუალებას აძლევს მთავრობას, კიდევ 45 დღის განმავლობაში გააგრძელოს მუშაობა, რაც მეტ დროს აძლევს წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, დაფინანსების კანონმდებლობის დასასრულებლად.

მედიის ცნობით, დოკუმენტში, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, კევინ მაკკარტის მიერ არის შემუშავებული, უკრაინის დახმარების საკითხი გათვალისწინებული არ არის.

დოკუმენტს ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც.