აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის დაწყების იმედს გამოთქვამს
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის დაწყების იმედს გამოთქვამს

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის დაწყების იმედს გამოთქვამს. ინფორმაცია სააგენტო „როიტერზე“ ვრცელდება.

ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, სუნ კიმი ფხენიანთან დენუკლეარიზაციის საკითხში გართულებული ვითარების გამო ხუთდღიანი ვიზიტით სამხრეთ კორეაში იმყოფება.

სუნ კიმმა სამხრეთ კორეისა და იაპონიის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები, რომელზედაც ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირი დიალოგის საკითხები განიხილეს.

მისი განცხადებით, კომუნიკაციის დაწყების საკითხში ფხენიანისგან პოზიტიური პასუხის იმედი აქვს და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებთან ნებსიმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.

სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კორეაში ვიზიტს წინ უძღოდა კიმ ჩენ ინის განცხადება, რომ ჩრდლოეთ კორეა უნდა მოემზადოს აშშ-სთან როგორც დიალოგისთვის, ისე კონფრონტაციისთვის.

აღნიშნული განცხადება, თეთრ სახლში „საინტერესო სიგნალად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საკითხში მზად არიან ფხენიანთან პირდაპირი კომუნიკაციებისთვის.

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ გააგრძელებს პრაქტიკული და გააზრებული ზომების ძიებას, რათა ჩრდილოეთ კორეას უარი ათქმევინოს ბირთვული იარაღის შექმნაზე.