მედიის ცნობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ირანის მთავრობასთან დაკავშირებული მედიის ვებგვერდები დააყადაღა
მედიის ცნობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ირანის მთავრობასთან დაკავშირებული მედიის ვებგვერდები დააყადაღა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ირანის მთავრობასთან დაკავშირებული მედიის ვებგვერდები დააყადაღა. ირანული ტელეკომპანიების, „პრესტივის“ და „ალ ალამის“ ვებგვერდებზე შესვლისას ჩნდება წარწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ვებგვერდები აშშ-ის მთავრობამ დაბლოკა.

საერთო ჯამში, აშშ-ის ხელისუფლებამ 30 ირანული ვებგვერდი დაბლოკა.

გავრცელებული ცნობით, ასევე დაბლოკილია ერაყის შიიტური დაჯგუფების „კატაებ ჰეზბოლას“ და იემენელი შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებული ვებგვერდები.

შეზღუდვები შეეხო ბაჰრეინის ოპოზიციური ჯგუფების მიერ კონტროლირებულ „ლუალუა ტივის“ და პალესტინურ ვებგვერდებს. დასავლური მედია წერს, რომ ვებგვერდების ბლოკირება ირანის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებს უკავშირდება.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობა“ აშშ-ს გამოხატვის თავისუფლების აღკვეთაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი ისრაელთან და საუდის არაბეთთან ძალების გაერთიანებით ბლოკავენ წინააღმდეგობის გაწევისკენ მიმართულ მედიასაშუალებებს, რომლებიც რეგიონში აშშ-ის მოკავშირეების დანაშაულებს ამხელს.