მედიის ცნობით, ამერიკელი დიპლომატები ომის დაწყების შემდეგ კიევში დღეს პირველად ჩავიდნენ
მედიის ცნობით, ამერიკელი დიპლომატები ომის დაწყების შემდეგ კიევში დღეს პირველად ჩავიდნენ

აშშ-ის საელჩოს დიპლომატები ომის დაწყების შემდეგ კიევში დღეს პირველად ჩავიდნენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დიპლომატები უკრაინაში აშშ-ის საელჩოს საქმეთა დოებით რწმუნებულ კრისტინა კვიენთან ერთად ჩავიდნენ ევროპაში გამარჯვების დღის აღასანიშნად და უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად.

დიპლომატების ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს მუშაობის აღდგენა მაისის ბოლოს იგეგმება, მანამდე კი დიპლომატები საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ ვიზიტებს ლვოვში განახორციელებენ.

რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, კიევში აშშ-ის საელჩო თებერვალში დაიხურა და ქალაქ ლვოვში გადავიდა, ხოლო ომის დაწყების შემდეგ პოლონეთიდან ახორციელებდნენ დიპლომატიურ საქმიანობას. აშშ-ის დიპლომატებმა აპრილში განაახლეს ლვოვში დიპლომატიურ საქმიანობასთან დაკავშირებული ვიზიტების განხორციელება.