მედიის ცნობით, ალექსეი ნავლანის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობა უკვე 15 ათასმა ადამიანმა მიიღო
მედიის ცნობით, ალექსეი ნავლანის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობა უკვე 15 ათასმა ადამიანმა მიიღო

რუსული ინტერნეტგამოცემა „მედუზას“ ცნობით, ალექსეი ნავლანის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობა უკვე მიიღო 15 ათასმა ადამიანმა.

ყველაზე მრავალრიცხოვანი აქციები გაიმართა ვლადივოსტოკსა და ირკუტსკში. თითოეულ ამ ქალაქში რუსი ოპოზიციონერის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში 3 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ნავალნის მხარდასაჭერად ნოვოსიბირსკში, ბარნაულში, ულან-უდე-ში და ხაბაროვსკში.

ამჟამად არსებული მონაცემებით, დაკავებული 167 ადამიანი. ყველაზე მეტი მომიტინგე დააკავეს ხაბაროვსკსა და ვლადივოსტოკში.

შეგახსენებთ, მომიტინგეები დღეს რუსეთის 60-ზე მეტ ქალაქში გეგმავენ აქციებს. ისინი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დააკავეს. ნავალნი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან დაბრუნდა. გერმანიაში რუსი ოპოზიციონერი სამხედრო ნერვულ-პარალიტიკური შხამით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. ნავალნი მოწამვლაში რუსეთის მთავრობას ადანაშაულებს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“ გამოაქვეყნა საგამოძიებო ფილმი „პუტინის სასახლე“, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი გელენჯიკში უზარმაზარ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. ფილმში გაშიფრულია სქემა, რომელის მიხედვითაც, ამ კომპლექსის მშენებლობას რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ოლიგარქები და ბიზნესმენები სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მითვისებული თანხებით აფინანსებენ. აღნიშნული საგამოძიებო ფილმი ინტერნეტში უკვე 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.