მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად სეპარატისტული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე დაიღუპნენ
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად სეპარატისტული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე დაიღუპნენ

ლუგანსკის ე.წ. გენერალური პროკურატურის შენობაში აფეთქების შედეგად სეპარატისტული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ რუსულ სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით წერს.

„წინასწარი ინფორმაციით, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი სერგეი გორენკო მის კაბინეტში მომხდარი აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადეს საგანგებო სამსახურში.

სეპარატისტული ადმინისტრაციის ცნობით, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.