„მედიაჩეკერმა“ და „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ საქართველოს პირველ არხს ბოდიში მოუხადეს
„მედიაჩეკერმა“ და „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ საქართველოს პირველ არხს ბოდიში მოუხადეს

მედიაჩეკერმა“ დღეს გამოაქვეყნა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 26 მარტს საქართველოს პირველმა არხმა „მოამბის“ მთავარ, 21:00 საათიან გამოშვებაში არ გააშუქა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ კვლევის პრეზენტაცია.

სინამდვილეში, აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია გაშუქდა დღის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებებში და მთავარ, 21:00 საათიან „მოამბეში“, რისი გადმოწმებაც მარტივად შეიძლებოდა გამოშვების ნახვის შემთხვევაში.

მას შემდეგ, რაც ამ არასწორ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა, „მედიაჩეკერმა“ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებს სოციალური ქსელით აცნობა, რომ უზუსტობა ჰქონდათ, რაც შეასწორეს.

მედიაჩეკერმა“ საქართველოს პირველ არხს აღნიშნული შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა.

მედიაჩეკერის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემაც გაავრცელა, რის გამოც, მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და სოციალურ ქსელში დაწერა: „ბოდიშს გიხდით პირველ არხს, თუ თქვენთან გავიდა და არასწორად მოგიხსენიეთ ამ პოსტში. მადლობა, რომ მიუთითეთ შეცდომაზე“,- დაწერა „ფეისბუქზე“ მიხეილ ბენიძემ.