მედია სერხიო რამოსისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კონფლიქტის შესახებ წერს 
მედია სერხიო რამოსისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის კონფლიქტის შესახებ წერს 

ესპანურმა პრესამ დაგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია ესპანეთის ნაკრების ბანაკში მომხდარი სკანდალის შესახებ. როგორც ირკვევა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხულენ ლოპეტეგის გაშვება ნაკრების კაპიტანს სერხიო რამოსს არ მოეწონა.

ამასთან დაკავშირებით, „რეალის“ მცველსა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლუის რუბიალესს შორის სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა და ნაკრების ფეხბურთელებს მათი გაშველებაც კი დასჭირდათ, რათა ხელჩართული ჩხუბი არ დაწყებულიყო.

ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დაითხოვეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ მწვრთნელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ზურგსუკან აწარმოებდა მოლაპარაკებებს მადრიდის „რეალთან“.

ესპანელთა დამრიგებელი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ფერნანადო იეროა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში 3:3 ითამაშა პორტუგალიასთან.