მედია: რუსეთი ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან ახალ სამხედრო ინფრასტრუქტურას აქტიურად აშენებს
Russian servicemen keep guard at the venue of the International Maritime Defence Show "Fleet" 2026 in Kronstadt on June 10, 2026. (Photo by Olga MALTSEVA / AFP)
შვედური და ნორვეგიული ტელემაუწყებლების, SVT-ისა და NRK-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთი ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან ახალ სამხედრო ინფრასტრუქტურას აქტიურად აშენებს და და იქ 115 ათასამდე ჯარისკაცის განლაგებას გეგმავს.
თანამგზავრულმა ფოტოებმა ახალი ყაზარმები, საბრძოლო მასალის საცავები და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია რამდენიმე ლოკაციაზე გამოავლინა: პეჩენგის რაიონში – ნორვეგიის საზღვრიდან ათ კილომეტრში, პეტროზავოდსკსა და საპიორნოეში – ფინეთის საზღვართან, ფსკოვის მახლობლად მდებარ ლუგაში და კენიგსბერგის რეგიონში.
შეფასებების თანახმად, ფინეთის საზღვართან რუსი ჯარისკაცების რაოდენობა ამჟამინდელი 20 000-დან, შესაძლოა, 80 000-მდე გაიზარდოს, ხოლო ნორვეგიის საზღვართან – 7 000-დან 17 000-მდე.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვი ამ ობიექტების პერსონალით შევსებას მას შემდეგ გეგმავს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ინტენსიური ფაზა ჩაცხრება.
„სანამ რუსეთი უკრაინით არის დაკავებული, უშუალო სამხედრო საფრთხე მინიმალურია“, – აღნიშნა ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ნატო-ს ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ბრაიან ნისენმა.