მედია - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედროებმა პალესტინელი მოკლეს
მედია - მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედროებმა პალესტინელი მოკლეს

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედროებმა პალესტინელი მოკლეს. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 წლის მამაკაცი ქალაქ ნაბლუსის მახლობლად დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, პალესტინელმა მამაკაცმა სამხედროებს ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლის სახურავიდან ესროლა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუხსნეს.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, პალესტინელ მამაკაცს ტყვია მკერდის არეში მოხვდა.

ისრაელში აცხადებენ, რომ ნაბლუსის რეგიონში დასახლებულ პუნქტ კუსრასთან ისრაელის ახალმოსახლეები და პალესტინელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.