მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი ივნისში აღმოსავლეთ ევროპას ეწვევა
მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი ივნისში აღმოსავლეთ ევროპას ეწვევა

ჯო ბაიდენი ივნისში აღმოსავლეთ ევროპას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური გამოცემა „პრავდა“ ავრცელებს. როგორც ჟურნალისტებს ანონიმურმა ამერიკელმა დიპლომატმა უთხრა, აშშ-ის პრეზიდენტი ევროპაში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ჩავა.

როგორც ვარაუდობენ, ბაიდენი პირველ რიგში ჩავა ლონდონში, სადაც ის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება და აუდიენციას გამართავს დედოფალ ელისაბედ მეორესთან.

ამას გარდა, ბაიდენს დაგეგმილი აქვს ვიზიტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ სახელმწიფოში.

ჟურნალისტების ცნობით, ბაიდენი შესაძლოა, ჩავიდეს ან ბრატისლავაში ან ბალკანეთის რომელიმე სახელმწიფოში.

როგორც ანონიმური წყარო იუწყება, ბაიდენის ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.

წყაროს ცნობით, ბაიდენი შესაძლოა, დაესწროს საერთაშორისო კონფერენცია „GLOBSEC“-ს, რაც აშშ-ის პრეზიდენტს მისცემს საშუალებას შეხვდეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებს.