მედია დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის სავარაუდო ადგილებს ასახელებს
დასავლური მედია დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის სავარაუდო ადგილებს ასახელებს. NBC-ს ინფორმაციით, მეტ-ნაკლებად მისაღებ ვარიანტად სახელდება შვეიცარია.
გამოცემა Bloomberg-ი კი წერს, რომ შეხვედრა შესაძლოა, ჩატარდეს შვედეთში, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის ინტერესებს წარმოადგენს.
შეხვედრის ადგილებად ასევე განიხილება სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი, ასევე ევროპული ქვეყნები, რომლებიც ფხენიანთან დიპლომატიურ ურთიერთობებს მხარს უჭერენ.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზეზების გამო, შეხვედრის ჩატარება გამოირიცხა ფხენიანში, პეკინსა და ულან-ბატორში.
ტელეკომპანია CNN-ის მიერ გავრცელებული ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტების შეხვედრა ვაშინგტონში ან სეულში ჩატარდეს.