მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც სავარაუდოდ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა არის ასახული
მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც სავარაუდოდ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა არის ასახული

ირანული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ვიდეოს, რომელზეც სავარაუდოდ თეირანის აეროპორტის სიახლოვეს უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა არის ასახული. ვიდეოში ჩანს ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი, რომელიც დაცემის შემდეგ ფეთქდება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა და დაღუპულთა შორის არიან უკრაინის ორი მოქალაქე, ასევე, ეკიპაჟის 13 წევრი, ირანის 71, კანადის 73, გერმანიის ოთხი, დიდი ბრიტანეთის სამი, შვეიცარიის რვა და ავღანეთის ექვსი მოქალაქე.

„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი თეირანის აეროპორტის სიახლოვეს აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა.