მეცნიერებმა ლაზერის საშუალებით 99 %-იანი ალკოჰოლი მიიღეს
მეცნიერებმა ლაზერის საშუალებით 99 %-იანი ალკოჰოლი მიიღეს

ამერიკელმა მეცნიერებმა ალკოჰოლის დისტილაციის ახალ გზას მიაგნეს – სინათლის დახმარებით. ეს მეთოდი გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე თერმული გამოხდა და იძლევა უფრო მაღალი სიძლიერის ალკოჰოლს (99 პროცენტი). ამის შესახებ ჟურნალი ACS Nano იუწყება.

ნაომი ჰელასმა და მისმა კოლეგებმა რაისის უნივერსიტეტიდან, ერთმანეთში შეურიეს წყალი და ოქროსა და სილიკონის ოქსიდისგან მიღებული ეთანოლის ნანონაწილაკები; ამის შემდეგ, სუსპენზიას ზემოდან ლაზერის სხივი დაანათეს. როდესაც ნანონაწილაკებს სინათლე დაეცა, მან ერთსა და იმავე დროს, ფოტონები შთანთქა და გააბნია – ფოტონებმა შთანთქეს მეზობელი ნანონაწილაკები, რამაც მათი ტემპერატურა გაზარდა. შედეგად, შუქმა ნარევის ზედაპირზე ყველაზე აქროლადი კომპონენტების (ეთილის სპირტი) გახურება და აორთქლება გამოიწვია.

„ბოლო ათასი წლის მანძილზე, ხალხი წყალს შეცდომით, ფსკერიდან აცხელებდა. ჩვენ ეს ზედაპირიდან გავაკეთეთ: ახალი მეთოდი გაცილებით ენერგოეფექტურია, რადგან ის სითხის მთლიანი მოცულობის გაცხელებას არ მოითხოვს“, – აღნიშნავს ნაომი ჰელასი.

ალკოჰოლის ოპტიკური დისტილაცია ჭრის დისტილაციის ჩვეულებრივი მეთოდის კლასიკურ პრობლემას – წარმოქმნის აზეოტროპულ ნარევს, რომელშიც ალკოჰოლის კონცენტრაციის მაქსიმალური ლიმიტი 95 პროცენტია.

ნანონაწილაკების მიქსტურის ლოკალიზებული გაცხელება წყალბადის ნაერთების წარმოქმნის საშუალებას იძლევა, კერძოდ ეთანოლისა და წყლის (რაც ალკოჰოლს მაღალ გრადუსს აძლევს). პროპილის ალკოჰოლის ოპტიკური დისტილაციის ექსპერიმენტი იგივე შედეგს იძლევა, რასაც თერმული.